კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, შესაძლოა, სანდრო გირგვლიანის
საქმესთან დაკავშირებით დისტანციურად დაიკითხოს. ინფორმაციას ამის
შესახებ
„ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. ახალაიას დაკითხვას ყოფილი პრეზიდენტის
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დავით კაკოიშვილი გეგმავს. კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა დაკითხვაზე
თანხმობა უკვე განაცხადა.
გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების
ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. სასამართლო სხდომა 22
ნოემბერს განახლდება.
მასალის გამოყენების პირობები