რეგიონი
ზუგდიდის სასამართლო ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლის საქმის განხილვას იწყებს
ზუგდიდის ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლის ზეინაბ მორგოშიას საქმის განხილვა მოსამართლის მოუცლელობის გამო გადაიდო.

მორგოშია სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. ის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს.

„მე მოვითხოვ, რომ დადგეს მაქაცარიას პასუხიმგებლობის საკითხი. იქნება ეს სამსახურიდან გათავისუფლება თუ სხვა რამ. ვაპირებ მოკვლევას სახალხო დამცველის დახმარებით“, - თქვა მორგოშიამ.

მისი ინტერესების დამცველის საია-ს იურისტის ჯემალ ჭკადუას თქმით, ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

თავად მადონა მაქაცარიამ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

წინასასამართლო სხდომა მოსამართლე ირაკლი აბშილავამ 11 მაისს დაგეგმა.

ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის უკვე ყოფილი თანამშრომელი, სამკითხველო დარბაზის მთავარი სპეციალისტი ზეინაბ მორგოშია, რომელსაც ახლად შექმნილ აიპიში ხელშეკრულება არ გაუგრძელდა, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებს და ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს.ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია ბრალდებას უარყოფს. მისი მტკიცებით, მორგოშიას ხელშეკრულება იმ განცხადების საფუძველზე არ გაუგრძელდა, რომლითაც ამ უკანასკნელმა მერს მიმართა.

ამავე თემაზე:

მაქაცარია: თანამშრომელს ხელშეკრულება იმიტომ არ გავუგრძელე, რომ მერთან წინასწარ მიჩივლა (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.