დაკავებული ზუგდიდელი მძღოლები დანაშაულს არ აღიარებენ (ვიდეო)
13:45 / 08.05.2018
ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ დაკავებული მძღოლები, რომელთაც
სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, დანაშაულს
არ აღიარებენ. მათი მტკიცებით, მძოლების დაკავებაში კონკრეტული
პირების ინტერესებია.
„საერთოდ არ მინახავს ის ადამიანი, რომელიც დაზარალებულად მიიჩნევა.
აუცილებლად გამოჩნდება, რას უკავშირდება ეს ყველაფერი.... არავითარი
დანაშაული, მით უმეტეს, ჯგუფურად, არ ჩაგვიდენია“, - აღნიშნა
ერთ-ერთმა დაკავებულმა კალისტრატე ეხვაიამ.
პროკურატურა სასამართლოსგან იმ ოთხი მძღოლისთვის, რომელსაც ბრალი ორი
- იძულებისა და ხულიგნობის მუხლებით წარედგინა, აღმკვეთის ღონისძიების
სახით 5000-5000 ლარის, ხოლო ერთისთვის, რომელსაც მხოლოდ იძულება
ედება ბრალად, 3000 ლარიან გირაოს მოითხოვდა. ამასთან, პროკურორმა
ილია ტორუამ სხდომაზე აღნიშნა, რომ ის გირაოს გადახდამდე მათი
გათავისუფლების წინააღმდეგი იყო.
ბრალდებას არ ეთანხმება დაცვის მხარე. ადვოკატები: იოსებ ჯანაშია და
იზა შანავა მიიჩნევენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები არა
დამნაშავეები, არამედ შექმნილი სიტუაციის მსხვერპლები არიან.
„ის, რომ ამ დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი პარალიზებული იყო,
არის იმის ბრალი რომ ამ ადამიანების მოთხოვნებზე არ იყო რეაგირება
ხელისუფლების მხრიდან. ისინი იხდიან გადასახადებს და მუშაობენ
კანონიერად, განსხვავებით სხვა სადგურებისა, რომელთაც ლიცენზია არ
აქვს. გასაგებია, რომ არ არის რეგულაციები, თუმცა მძღოლები
საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას აპირებენ, რომლითაც აღნიშნული
ქმედება უნდა დარეგულირდეს“, - აღნიშნა ჯანაშიამ.
წინასასამართლო სხდომა მოსამართლემ 19 ივნისს დაგეგმა.
ავტოსადგურის მძღოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე დღის
წინ მოხდა, რის შედეგადაც 5 მძღოლი დააკავეს. რკინიგზის სადგურის
მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და
მიკროავტობუსების მძღოლები, რომლებიც აქციებს ოთხი დღე მართავდნენ,
გაფიცვა გუშინ შეწყვიტეს. ისინი ქალაქში მოქმედი სხვა კერძო
სადგურების გახსნის კანონიერების დადგენას ითხოვენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები