ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ მამაკაცი, არსებული ინფორმაციით, დანით
დაჭრეს. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. საავადმყოფოს
სამედიცინო მენეჯერის ინფორმაციით, პაციენტს
ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
„პაციენტი შემოიყვანეს შოკურ მდგომარეობაში. მას გულ-მკერდის არეში
შემღწევი ჭრილობები, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით აქვს მიყენებული“, -
უთხრა რადიო „ათინათს“ ორჟონიამ.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 117-ე ჯანმრთელობის
განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რაც სამიდან 6 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყებაში ამბობენ, რომ აქტიური
საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები