ქრთამის აღება-მიცემა, სამსახურებრივი გულგრილობა და სხვა - ყველა სამოხელეო დანაშაული გაზრდილია
2018 წლის ათი თვის მონაცემებით, ყველა სამოხელეო დანაშაული, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში რეგისტრირდა, გაზრდილია. ინფორმაცია ამის შესახებ
უწყების რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაშია გამოქვეყნებული. ამავე მონაცემების თანახმად, სულ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, 577 სამოხელეო დანაშაული დარეგისტრირდა, რომელთაგან 44 (7.63% )ფაქტი სამართალდამცავებმა გახსნეს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 180-ით მეტია.
64 %-ით გაიზარდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, 50%-ით კი ბოროტად გამოყენების შემთხვევები. 2018 წელს სამსახურებრივი გულგრილობა 5 %-ით, სიყალბე კი 40%-ით მეტია. რაც შეეხება ქრთამის აღებას, აღნიშნული მაჩვენებელი 6%-ით, ქრთამის მიცემა კი 18%-ით არის გაზრდილი.
მასალის გამოყენების პირობები