რეკონტრუქციის შემდეგ გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმიროვკაში არსებული მე - 19 საუკუნის ტაძარი აკურთხეს. გასულ კვირას იქ პირველი წირვა გაიმართა.
ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა „აფსნი ლაიფი“ წერს.
გამოცემის ცნობით, ქართულ - აფხაზური კონფლიქტის დროს დაზიანებული ეკლესიის აღდგენა, „სოხუმ - ბიჭვინთის ეპარქიის მეთაურის ვისარიონ აპლიას კურთხევით, 77 წლის ბერმა ირაკლიმ დაიწყო, რომელიც მოლდოვიდან აფხაზეთში 4 წლის წინ ჩამოვიდა. სახსრები ეკელსიის აღსადგენად მოსახლეობამ და შემომწირველებმა გაიღეს. ხატები მოსკოვის სამხატვრო სახელოსნოში დაიწერა.
მასალის გამოყენების პირობები