დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის სესიების პირდაპირი ტრანსლირება მოხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება აფხაზმა დეპუტატებმა სახალხო კრების
სხდომაზე მიიღეს.
სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, „ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების შესახებ“ კანონის ფარგლებში, „აფხაზეთის პარლამენტის მოქმედ ვებ-გვერდს ოფიციალური ვებ - გვერდის სტატუსი მიენიჭება“.
აღნიშნულ სხდომაზე მიღებული დადგენილება 3 თვეში უნდა შესრულდეს, სესიების ტრანსლირებისთვის გამოყოფილი შტატი პარლამენტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
მასალის გამოყენების პირობები