ზუგდიდში ყველა საარჩევნო უბანი დარღვევების გარეშე გაიხსნა. ამის შესახებ "ათინათს" #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა უთხრა.
მისივე თქმით, თითქმის ყველა უბანზე კენჭისყრის პროცესი დაწყებულია.
ამ ეტაპისთვის საოლქოში დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
ზუგდიდში სულ 109 საარჩევნო უბანია გახსნილი. ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული მონაცემების მიხედვით, #67 ოლქში სულ 119 849 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები