კონცერტებსა და ფესტივალებზე დასწრება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი
ხვალიდან, საქართველოში კოვიდსიტუაციის გამო დაწესებული რამდენიმე შეზღუდვა იხსნება.
კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, კონცერტებზე დასწრება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი.
„იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ასევე, 6 ოქტომბრიდან კვების ობიექტები მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 12 აგვისტოდან სრულად იყო შეზღუდული ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების გამართვა. რესტორნები კი დღემდე 22 საათამდე მუშაობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები