კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირის "კიშენკოს თასი" შესარჩევ ეტაპს
1- 2 ოქტომბერს ორგანიზაცია "კოლხეთის თასი" მასპინძლობს.
მასში მონაწილეობას 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოასპარეზე
ახალგაზრდები იღებენ.
ტურნირის ორგანიზატორი ბაჩუკი ფარცვანია რადიო
"ათინათთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ დღეს
გასამართ სალიცენზიო ბრძოლებში 3 ზუგდიდელი მონაწილეობს.
გამარჯვებული სპორტსმენები ფინალური ბრძოლისთვის ჩინეთში
გაემგზავრებიან.
"კიშენკოს თასი" Kunlun Fight-ის ეგიდით იმართება. შესარჩევი ბრძოლები
კიევში, რიგაში, ბარსელონასა და ზუგდიდში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები