დავალიანების გამო "ზუგდიდი", შესაძლოა, პირველი ლიგის მიღმაც დარჩეს (ვიდეო)
17:31 / 03.12.2016
ს.კ. ზუგდიდის "ზუგდიდის" ფეხბურთელებმა
Primetime-ში გამართულ პრესკონფერენციაზე კლუბის
დავალიანების შესახებ ისაუბრეს, რის გამოც, შესაძლოა, გუნდმა ლიცენზია
ვერ გაიაროს და პრო 2-ში თამაში აეკრძალოს. ფეხბურთელების თქმით,
მათთვის, სამთვენახევარია, ხელფასი არ გადაუხდიათ. ამის კონკრეტულ
მიზეზს არ ეუბნებიან, თუმცა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მიზეზი კლუბში
ფულის არ არსებობაა. ფეხბურთელები აღნიშნავენ, რომ გარდამავალ
ჩემპიონატში გუნდისთვსის დარიცხული 600 000 ლარი არამიზნობრივად
დაიხარჯა.
"კლუბის შემოთავაზება იყო დეკემბრის ბოლომდე ნახევარი თვის ხელფასების
ჩარიცხვა. ეს არის თანხა იმისთვის, რომ ფეხბურთელი დროებით გააჩუმო,
ამიტომაც უარი ვთქვით და შევთავაზეთ, დეკემბრის ბოლომდე თვენახევრის
ხელფასი მაინც მოეცათ,დანარჩენი ორი თვის გასასტუმრებლად კი საკმაოდ
დროს ვაძლევდით, თუმცა, ცივი უარი მივიღეთ. ვურჩევ კლუბის
ხელმძღვანელობას, მოიძიონ ეს თანხები და მივაღწიოთ შეთანხმებას, რათა
"ზუგდიდმა" ითამაშოს პრო 2"-ში" - აღნიშნა ფეხბურთელმა გიგა
ბეჭვაიამ.
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტ ჯაბა მუჯირის
განცხადებით, მან ზუგდიდის მერისგან მიიღო წინადადება, რომლის
თანახმადაც, ფეხბურთელებს ორთვენახევარის ხელფასს დაურიცხავდნენ, ხოლო
დეკემბრის დავალიანებას ვერ მიიღებდნენ. რაც შეეხება უკრაინელ
ინვესტორს, მის წინააღმდეგ არანაირი ბერკეტი არ არსებობს. საქართველოს
ფეხბურთის ფედერაცია, მუჯირის თქმით, ფეხბურთელების მხარესაა.
არსებული სიტუაცია კი კითხვის ნიშნებს აჩენს.
ამავე პრესკონფერენციაზე ფეხბურთელების რთულ საცხოვრებელ პირობებზეც
გაამახვილეს ყურადღება.
"დავალიანების გამო ჩაუჭრეს ელექტროენერგია და გაზი. ერთ-ერთმა
კომპანიამ მათ საჩუქრად გადასცა სოსისები. ფეხბურთელმა კი ჩააბარა ეს
სოსისები და ჩართო გაზი და ინტერნეტი სახლში", - დასძინა მუჯირმა.
"ზუგდიდის" ფეხბურთელების მოთხოვნაა, რომ 2-3 დღეში დავალიანება
დაიფაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, ზუგდიდში, გუნდი
არ იქნება.
ცნობისთვის, ს.კ "ზუგდიდი" უმაღლეს ლიგას "საბურთალოსთან" მარცხის
შემდეგ გამოეთიშა.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
„მიმდინარე წლის 19 აპრილს, 11.10 საათზე, სიხშირისა და ძაბვის რყევების გამო, რაც ელექტროგადამცემი ხაზი ელექტროგადამცემი ხაზი “კავკასიონის” ქსელში ჩართული ენგურჰესის სამივე აგრეგატი ქსელიდან გამოირთო“, - ინფორმაციას „ენგურჰესი“ ავრცელებს.
თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიას უკავშირდება ,ამის შესახებ "საქართველოს ელექტროსისტემაში” მედიას განუცხადეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები