27 აგვისტოს ჩინეთში კიკბოქსინგის საერთაშორისო ორგანიზაცია
Kunlun Fight
ეგიდით გამართულ მერვედფინალურ ბრძოლაში ზუგდიდელმა დავით
ქირიამ გაიმარჯვა.
მან მოწინააღმდეგე ჰოლანდიელი მაროუნ თუთუ 70 კილოგრამამდე წონით
კატეგორიაში დაამარცხა.
„მადლობას ვუხდი ყველას გულშემატკივრობისთვის, ჩემთვის ეს ბევრს
ნიშნავს და თითოეული სიტყვა არის დამატებითი მოტივაცია.ყველაფერს
გავაკეთებ, რომ კიდევ ერთხელ მოვუტანო წარმატება ჩემს ქვეყანას და
ქალაქს“ - უთხრა
რადიო „ათინათს“
ქირიამ.
მისივე თქმით, ის მეოთხედფინალური ბრძოლისთვის ემზადება, რომელიც 11
ნოემბერს პარიზში გაიმართება.
დავით ქირია
GLORY- ის სერიის 2014
წლის მსოფლიო ჩემპიონია.
მასალის გამოყენების პირობები