საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "დინამო არენაზე" ლატვიის ეროვნული
ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მორიგი სამი ქულა მოიპოვა.
შეხვედრის მეორე ნახევარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა, რომელიც
საჯარიმოში გიორგი ჩაკვეტაძის წაქცევისთვის დაინიშნა, ზუსტად
თორნიკე ოქრიაშვილმა გამოიყენა.
ერთა ლიგის გათამაშების პირველი შეხვედრაც ეროვნულმა ნაკრებმა
ყაზახეთთან გამარჯვებით დაიწყო და ახლა ჯგუფში ლიდერობს. მომდევნო
შეხვედრა კი თბილისში ანდორის ნაკრებთან გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები