ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა მძიმეწონოსანმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში იგი სამგზის ოლიმპიურ
ჩემპიონთან კუბელ ლოპეს ნუნიესთან ანგარიშით 0:5 დამარცხდა.
ცნობისთვის, ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში ჩილელი აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა, მანამდე კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი - სერგეი სემენიოვი.
ამრიგად, ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველომ უკვე ოთხი ვერცხლის და ერთი ოქროს მედალი მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები