თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის სამეგრელოდან 4 პირი კარანტინში გადაიყვანეს									
			
		
						
			
			
			
								თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, მარტვილიდან და ჩხოროწყუდან იძულებით კარანტინში 4 ადამიანი გადაიყვანეს.  
ამის შესახებ რადიო "ათინათს" აღნიშნული მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელებმა უთხრეს. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეები თვითნებურად ცდილობდნენ გადაადგილებას და არღვევდნენ თვითიზოლაციის წესებს. 
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით თვითიზოლაციაში 125-მდე პირი იმყოფება.			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები