რეგიონი
ზუგდიდიდან სხვა ქალაქებში პურის ფქვილის გატანა 3-ჯერ გაიზარდა
ზუგდიდის წისქვილკომბინატ „ცერერადან“ პურის ფქვილის სხვა რეგიონებში, მათ შორის, კახეთში, ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, გატანა სამჯერ არის გაიზარდილი. საწარმოს თანამშრომლებს საგანგებო რჟიმში უწევთ მუშაობა. „ცერერას“ დირექტორის ბესო ხაინდრავას თქმით, ხორბლის ფქვილს სხვა რეგიონებს აქამდეც აწვდიდნენ, თუმცა ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, მასზე მოთხოვნა ბოლო კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

„თითქმის ყველა რეგიონში ვაგზავნით, განსაკუთრებით აღმოსავლეთში. ახლა უფრო პანიკური სიტუაცია შეიქმნა და იმიტომ არის ასეთი მოთხოვნა ფქვილზე. ჯერ ვმუშაობთ და ჩვეულ რეჟიმში ვიღებთ ხორბალს. ღმერთმა ნუ ქნას საზღვრები პროდუქციისთვისაც ჩაიკეტოს. დაახლოებით ორი თვის მარაგი გვაქვს. კიდევ ველოდებით შემოტანას და ბოლომდე გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს, სანამ ამის შესაძლებლობა იქნება... დღესაც რიგში დგას სატვირთოები, როგორც გუშინ და გუშინწინ... ჯერჯერობით მოთხოვნის კლება არ შემჩნევა, თუმცა მიმაჩნია, რომ რაღაც პერიოდის მერე სავარაუდოდ შემცირდება. ყველგან ერთი და იგივე სიტუაციაა, დეფიციტია და ვაწვდით სრული დატვირთვით. ზუგდიდიდან, რომ გადის ორი იმდენი აქეთ შემოდის ხორბალი, ასე რომ დეფიციტი ჯერ არ არის“, - ამბობს ხაინდრავა.

მისივე თქმით, ხორბალზე ფასი არ გაზრდილა, თუმცა მეწარმე თვლის, რომ მის ღირებულებაზე, სავრაუდოდ, ლარის კურსის ცვლილება გავლენას იქონიებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.