ახალი ამბები
თვითიზოლაციის პერიოდი მესტიაში ხუთ პირს დაუმთავრდა
მესტიაში თვითიზოლაციის სავალდებულო პერიოდი ხუთმა პირმა დაასრულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მერიის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა უთხრა. ნია ბჟალავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე კარანტინში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე იმყოფება, ერთი ადგილობრივი კი თვითიზოლაციაში რჩება. მუნიციპალიტეტში საკარანტინო ზონა 2 სასტუმროშია მოწყობილი. 

„ყველა მათგანს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს, თუმცა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არცერთს არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობენ“, - თქვა ბჟალავამ.

ამ დროისთვის სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 1 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო 4 პაციენტის პასუხი დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

ქვეყნის მასშტაბით კი ახალი კორონავირუსის 82 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 13 გამოჯანმრთელდა. სტაციონარში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 247 ადამიანი იმყოფება, ხოლო კარანტინში 4505 მოქალაქეა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.