ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი: რუხის კლინიკა მზად იქნება აფხაზეთიდან პაციენტების მომართვიანობის შემთხვევაში 
„რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა მზად იქნება მოახდინოს დიაგნოსტიკაც და უკვე ინფიცირებულთა მართვა-მკურნალობა, მათ შორის აფხაზეთის რეგიონიდან პაციენტების მომართვიანობის შემთხვევაში“, -ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, რუხის მრავალფუნქციური კლინიკა არის ერთ-ერთი გამორჩეული მაღალი სტანდარტის სამედიცინო ინფრასტრუქტურით.

„მუდმივად გვაქვს კონტაქტი, ყოველდღიურად ფაქტობრივად, არის გარკვეული ინფორმაციები, მაგრამ თვითონ დიაგნოსტიკის შესაძლებლობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ძალიან მწირი, ამიტომ რეალურად რა სურათია ამის შეფასება ძალიან რთულია. საკმაოდ მაღალი რისკებია იქედან გამომდინარე, რომ ფსოუდან, საქართველო-რუსეთის იმ მონაკვეთიდან, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ ძალიან დიდი ნაკადის შემოსვლა ხდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში. ახლა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის ე.წ. არჩევნების, თუ კამპანიის დროს, ადგილი ჰქონდა ძალიან დიდ თავყრილობებს, ადამიანების გაუკონტროლებელ შემოდინებას და რა თქმა უნდა ეს რისკის ფაქტორებს ზრდის. ამიტომ ჩვენი თხოვნა, მოწოდებაც, ინფორმაციაც, რასაც საქართველოს ხელისუფლება ავრცელებს არის ის, რომ მოსახლეობამ დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული და ასევე საქართველოს ხელისუფლების, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები. იმიტომ, რომ ეს მათთვის, მათი ოჯახების და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის და სიცოცხლისთვის არის აუცილებელი. პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვცდილობთ, ყველა ღონისძიება განვახორციელოთ, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას პრევენცია მოხდეს ვირუსის გავრცელების. ხედავთ რუხის კლინიკას, რომელიც არის აბსოლუტურად უნიკალური სამედიცინო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2014 წელს. ძალიან ფართო შესაძლებლობებით, რასაც საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა და იმედია ამაში დონორებიც დაგვიდგებიან გვერდით, ამზადებს იმისათვის, რომ რეგიონისთვის მთლიანად და ასევე მათ შორის საჭირების შემთხვევაში, აფხაზეთის რეგიონიდან პაციენტების მომართვიანობის შემთხვევაში, მოახდინოს დიაგნოსტიკაც და უკვე ინფიცირებულთა მართვა-მკურნალობა. ეს არის შეთავაზება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. დღეს აქ ვართ, რომ მოვინახულოთ მთლიანად რეგიონში ეს ინფრასტრუქტურა და გარწმუნებთ, რომ რუხის მრავალფუნქციური კლინიკა არის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული მაღალი სტანდარტის სამედიცინო ინფრასტრუქტურით“, - თქვა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მზად იქნება. ამის შესახებ მან საავადმყოფოს დათვალიერების შემდეგ თქვა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.