ახალი ამბები
სოხუმში გარდაცვლილ მოზარდს კორონავირუსზე ანალიზი აუღეს
7 აპრილს ღამით, სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2005 წელს დაბადებული მოზარდი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოხუმში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში, პოლიორგანული უკმარისობით შეიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში, ინტენსიური თერაპიის მიუხედავად, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მანამდე, 3 აპრილს პაციენტი ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, "ნაწლავური ინფექციის" დიაგნოზით, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სიმპტომების გარეშე. 5 აპრილს ის ამბულატორიულ მკურნალობაზე გადაიყვანეს, რომელიც უბნის პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართა, წერს "აბხაზია ინფორმი". ამავე ცნობით, "ის შშმ პირი იყო, თანმდევი ქრონიკული დაავადებებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი".

შტაბის შეტყობინებით, ეპიდსიტუაციის გათავლისიწნებით, გარდაცვლილს Covid-19 - ზე აუღეს ანალიზი, რომლის პასუხსაც ელოდებიან.

კორონავირუსით დაინფიცირების პირველის შემთხვევა აფხაზეთში, გაგრაში, გუშინ დაფიქსირდა. ინიფიცირებულ მოქალაქეს მოსკოვში მოგაზურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. ამავე დღეს გალის რაიონის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.