ზუგდიდში კორონავირუსზე გატესტილი 79-ვე ანალიზის პასუხი უარყოფითია									
			
		
						
			
			
			
								15 აგვისტოს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 79 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა. აქედან, 10  კოვიდმიმღებ ცენტრებში მოთავსებული პაციენტია,
მედპერსონალი - 29, თვითიზოლაციიდან - 1, კარანტინიდან - 16, შს სამინისტროს თანამშრომელი - 6, დიალეზზე მყოფი პირი - 10, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი პირი - 7.  ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია.
ინფორმაციისთვის, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსის 15 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 2 ლენჯერის კლასტერს მიეკუთვნება. 
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები