ახალი ამბები
ზუგდიდში კოვიდინფიცირებული ქალი სახლში 2 ბავშვთან ერთად მეორე დღეა იმყოფება - ოჯახი
ზუგდიდში კოვიდდადასტურებული ქალი უკვე მეორე დღეა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ელოდება. მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის "ოქროს ბირჟის" თანამშრომელია და ვირუსი გუშინ დაუდგინდა. მათივე განმარტებით, ქალთან ერთად საცხოვრებელ ბინაში ორი ბავშვი იმყოფება, რომლებსაც შესაბამისი კვლევები ჯერ არ გაუვლიათ. 

"გუშინწინ ჩაუტარდა ტესტი, გამომდინარე იქიდან რომ მუშაობდა "ოქროს ბირჟაზე". პასუხი აღმოჩნდა დადებითი, უთქვამთ რამდენიმე საათში მოვლენო ეპიდემიოლოგები, მოიკვლიეს რამდენიმე კონტაქტიც, იცოდნენ რომ სახლში არის ორი ბავშვი, ასევე ჰქონდა კონტაქტი სადარბაზოში მცხოვრებ სხვა მეზობლებთან. რეკავდნენ გუშინ მთელი დღე, ეუბნებოდნენ მოვალთ, გადაგიყვანთ, ზის ჩაცმული და ელოდება. უბრალოდ არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, ის მაინც რომ ვიცოდეთ ბავშვებს აქვთ თუ არა კოვიდი, შესაბამისად მოვიქცეოდით. მეზობლებსაც ეშინიათ. გაურკვევლობაში ვართ, ჯანდაცვის ცხელ ხაზზე გვეუბნებიან რომ დაინერგა ახალი სისტემა, რომ სახლში უნდა იმკურნალოს. გვესმის, რომ არ არის აუცილებელი ავადმყოფის კლინიკაში გადაყვანა, გვირჩევნია კიდეც სახლში იყოს, მაგრამ მასთან ერთად იმყოფება ჩემი ორი დისშვილი, რომელთა მშობლები ქალაქში არ იმყოფებიან. წამოვიყვანთ ბავშვებს, მაგრამ ხომ უნდა ჩაუტარდეთ ტესტი ? კოვიდდადასტურებულთან ერთ ჭერქვეშ ორი ბავშვის ყოფნა ნორმალურია?", - ამბობს მარიამ სამუშია.

აღნიშნულთან დაკავშირებით რადიო "ათინათი" ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლებს დაუკავშირდა, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. ჩვენ ვეცდებით მათი კომენტარი მოგვიანებით შემოგთავაზოთ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.