ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 39 ახალი შემთხვევა
გასული დღის მონაცემებით დე ფაქტო რესპუბლიკაში 155 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 39-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, რეგიონის მასშტაბით Covid 19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, მამაკაცს პნევმონია და თანხმლები დაავადებები ჰქონდა. 

გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 68 კოვიდპაციენტი გადის. მათგან 27 მძიმე მდგომარეობაშია. კლინიკიდან 5 ადამიანი გაეწერა. სოხუმის ინფექციურში 36 პაციენტი მკურნალობს, აქედან 3 მძიმეა. 

მობილურ ჰოსპიტალში, რომელიც სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზეა მოწყობილი, 35 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის 5213 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3488 პირი. გარდაცვლილთა რაოდენობა 65-ს შეადგენს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.