ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევები 187-მდე გაიზარდა - გარდაცვლილია 2 პაციენტი
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 553 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 187 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, 12 ივლისს, გუდაუთის საავადმყოფოში 65 და 90 წლის, ორი პაციენტი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე აღნიშნულ კოვიდ კლინიკაში 161 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 67-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 44 პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 29, გაგრის კლინიკაში - 43, ხოლო ტყვარჩელში - 15.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Covid-19 სულ 19 219 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 15 890, გარდაიცვალა 269 პირი.

ეპიდვითარების გაუარესების გამო, 12 ივლისიდან, სოხუმმა კულტურული დაწესებულებების საქმიანობა შეაჩერა დროებით.

5 ივლისიდან აფხაზეთში დახურულ სივრცეში აიკრძალა ქორწილების, საზეიმო, სამგლოვიარო და სხვა ტიპის მასობრივი ღონისძიებების ჩატარება და დაიკეტა დახურულ სივრცეში განთავსებული კვების ობიექტები.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.