ახალი ამბები
სოხუმიდან კორონავირუსის "დელტა" შტამით გადმოყვანილი ჩვილი გარდაიცვალა
ციციშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული მეორე ახალშობილი გარდაიცვალა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა. მისი თქმით, ბავშვი სოხუმიდან თბილისში პირველ ივლისს, სუნთქვის მწვავე უკმარისობით გადაიყვანეს და მას შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

"ჩვილს, რომელიც დაახლოებით ორი თვის იყო, ინდური, ე.წ. "დელტა" შტამი ჰქონდა დადასტურებული. მას კოვიდინფექცია 24 ივნისს დაუდასტურდა. მკურნალობდა სოხუმის კლინიკაში და დამძიმების შემდეგ, ჩვენთან შემოიყვანეს. კლინიკაში შემოსვლისთანავე პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, რამდენიმე საათში მოხდა ინტუბირება და გადაყვანა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. თავიდანვე ჩართული იყო "ევექსის" სამედიცინო ბორდი და საქართველოს სამედიცინო საზოგადოება. ყველა თანამედროვე მეთოდით მიმდინარეობდა მკურნალობა და მონიტორინგი, თუმცა გუშინ სამწუხარო ფაქტი მოხდა. ღამის საათებში პაციენტი გარდაიცვალა. თანმდევი და ქრონიკული დაავადებები არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, ძირითადი მიზეზი არის კოვიდინფექცია, რის გამოც მოხდა რესპირაციული დისტრესის განვითარება. დედა გამოჯანმრთელდა და კლინიკაში არ რჩება", - თქვა დავით რეხვიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ კლინიკაში გასულ კვირას კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.