ახალი ამბები
კორონავირუსის 224 ახალი შემთხვევა - სამეგრელო-ზემო სვანეთში ინფიცირებულთა რიცხვმა იმატა
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 224 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 428 670-ს. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 33 841 შემთხვევიდან 6 045 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. სამეგრელოს 5 კოვიდცენტრში სულ 326 პირი გადის მკურნალობის კურსს, მათგან ყველაზე მეტი - 191 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული. ისევ მძიმეა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი 28 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

რეგიონის მასშტაბით ვირუსისგან 72 ადამიანი განიკურნა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სულ 5 910 ლეტალური შემთხვევა აღირიცხა.








Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.