ახალი ამბები
"აიცერი, ვაქცინა გვიცავს!" - ონლაინ შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის მიმდინარეობისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანელმა ანზორ ქობალიამ მონაწილებს ​კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა გააცნო. მისი თქმით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეგიონის მასშტაბით არსებულ 54 სამედიცინო დაწესებულებაში ნახევარ მილიონზე მეტი ტესტირება ჩატარდა, ჯამში კი ვირუსი 37 012 პირს დაუდგინდა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამეგრელო-ზემო სვანეთში 3 405 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 443 ინფიცირებული კოვიდკლინიკებში მკურნალობს. გარდა ამისა, ქობალიას თქმით, ივლისში Covid 19-ს რეგიონში 22, ხოლო აგვისტოში 61 ადამიანი ემსხვერპლა.



დეკანოზი ილარიონ შენგელია მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით ყველამ, მათ შორის, სასულიერო პირებმა დეზინფორმაციისგან თავი უნდა შეიკავოს. 

"ადამიანის ჯანმრთელობა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე დიდი ღირებულება ჩვენთვის არის უფალი და ადამიანი. არანაირი ტრადიცია, არანაირი წესი, ამ ღირებულებაზე მაღლა არ უნდა დავაყენოთ. სამწუხაროდ, ჩვენს დამახინჯებულ ტრადიციებს ვწირავთ ადამიანებს, ამდენი ქელეხი, სუფრა, შეკრება დღევანდელ სიტუაციაში არის დანაშაული, მიუღებელი არის. დამახინჯებულად გვესმის ქრისტიანობა. ზოგიერთი ამბობს, რომ ვაქცინაცია არის თავისუფალი ნება, შეუძლია გაიკეთოს, ან გაიკეთოს აცრა, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისუფლება მთავრდება, მაშინ როდესაც სხვას ვაზიანებთ, ვიღაცის ჯანმრთელობას, ან სიცოცხლეს საფრთხეს ვუქმნით. ჩემი მოწოდებით, ჩემი სიტყვით, ვიღაცამ ვაქცინა რომ არ გაიკეთოს და მისი ცხოვრება დამთავრდეს ფატალურად, ეს იქნება ძალიან დიდი ცოდვა ჩემთვის, მე ღვთის წინაშე ეს მომეთხოვება. ფრთხილად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა მამა ილარიონმა. 

ექიმებმა მალხაზ ჯალაღონიამ და ანა ქავთარაძემ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებს უპასუხეს და იმუნიზაციის დროულად ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

"საინფორმაციო კამპანია, ფაქტობრივად, არ ჩატარებულა ქვეყანაში. როგორც წესი, ყოველთვის, როცა ახალი ვაქცინა შემოდის ქვეყანაში მას წინ აუცილებლად უნდა უძღოდეს საინფორმაციო კამპანია, რომელიც როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ისე მოქალაქეებს გააცნობს ვაქცინის მნიშვნელობას, ინფორმაციას შემადგენლობის, ეფექტის შესახებ, რომელიც უნდა მოგვიტანოს მან საბოლოო ჯამში. სამწუხაროდ, ინფორმაციის დეფიციტი ძალიან დიდი არის", - თქვა ექიმ-რეანიმატოლოგმა ანა ქავთარაძემ. 

შეხვედრა კამპანიის "აირეცი, ვაქცინა გვიცავს" ფარგლებში, "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" მხარდაჭერით გაიმართა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.