Covid-19 აფხაზეთში - არცერთი გარდაცვლილი და 125 ინფიცირებული
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 562 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 125 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას
ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო დღე - ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 64 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 24-ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 10, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 23, გაგრის კლინიკაში – 18, მათგან 6 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 8, რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში კი 67 პაციენტი იმყოფება, მათგან 6 მძიმე მდგომარეობაა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 25 324 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 380, გამოჯანმრთელდა 21 380 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები