გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში გამოკვლეული 379 ადამიანიდან კორონავირუსი 89-ს დაუდასტურდა.
დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით არსებულ კოვიდკლინიკებსა და საველე ჰოსპიტალში ჯამში 170 პაციენტი მკურნალობს, 32 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Covid 19-ით ინფიცირების 25 920 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 21 780, ხოლო გარდაიცვალა 391 პირი.
მასალის გამოყენების პირობები