რუხის კლინიკაში 4 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის 33 წლის ზუგდიდელი ქალია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით, 4 პაციენტი გარდაიცვალა.
ყველა მათგანი რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. გარდაცვლილთაგან ორი, 33 და 75 წლის ქალები ზუგდიდიდან არიან, 62 წლის ქალი სენაკის მკვიდრია, 81 წლის მამაკაცი კი ჩხოროწყუდანაა.
ამ ეტაპზე რუხში მკურნალობას 157 პაციენტი აგრძელებს. მათგან 32-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სულ რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდცენტრებში 425 ადამიანი მკურნალობს. გასული დღის განმავლობაში 261 პირი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 22 კოვიდინფიცირებული მოქალაქე რჩება.
მასალის გამოყენების პირობები