სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 431 პაციენტი მკურნალობს, მათგან 37-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში 158 პაციენტი მკურნალობს, მათგან 32-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
რეგიონის მასშტაბით არსებულ სხვა კოვიდცენტრებში ჯამში 273 ადამიანი მკურნალობს. მათგან 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 74 პირის კი საშუალო სიმძიმის.
გასული დღის განმავლობაში 245 პირი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 22 კოვიდინფიცირებული მოქალაქე რჩება.
მასალის გამოყენების პირობები