სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 190 ადამიანს დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 698 ახალი შემთხვევა,
აქედან 190 სამეგრელო - ზემო სვანეთში.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 603 763-ს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 1 910 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 572 353-მდე.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 38 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას ჯამში 8 749 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები