ლატარიაში "აიცერი და მოიგე" ზუგდიდსა და ხობში აცრილებმა 500-500 ლარი მოიგეს. შესაბამისი ინფორმაცია გათამაშებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე
https://stopcov.lotto.ge-ზეა განთავსებული.
ამ დროისთვის, საიტის მონაცემებით, 100-100 ლარი კიდევ რამდენიმე ათეულმა ვაქცინირებულმა ზუგდიდელმა მოიგო.
"აიცერი და მოიგეს" ბილეთებს (ელექტრონული სახით) მოქალაქეები ვაქცინაციის დროს ავტომატურად იღებენ. მონაწილეობის მისაღებად პირი ერთხელ მაინც უნდა იყოს აცრილი. ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გათამაშებებში გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით ვლინდებიან.
ლატარია ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით 14 სექტემბრიდან დაიწყო.
ამავე თემაზე:
ვაქცინაციის გათამაშებაში ამ ეტაპისთვის ზუგდიდში აცრილმა 23-მა ადამიანმა მოიგო
მასალის გამოყენების პირობები