გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 536 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 112 ახალი შემთხვევა.
ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირებული 61 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც რუსულ საველე ჰოსპიტალში მკურნალობდა.
ამ დროისთვის გუდაუთის კოვიდკლინიკაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით 45 პაციენტი მკურნალობს, მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა, 28 პაციენტის კი საშუალო სიმძიმის. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 28 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 8, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 9, გაგრის კლინიკაში – 15, მათგან 3 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 8. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში კი 66 პირი იმყოფება, მათგან 10 მძიმე პაციენტი ჰყავთ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 27 265 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 411, გამოჯანმრთელდა 22 318 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები