სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით, 3 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
ყველა მათგანი რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. 56 წლის ქალი სოხუმიდანაა, 78 წლის ქალი ზუგდიდიდან, ხოლო 67 წლის მამაკაცი სენაკის მკვიდრია. ამ ეტაპზე რუხში მკურნალობას 139 პაციენტი აგრძელებს. მათგან 32-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სულ რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდცენტრებში 398 ადამიანი მკურნალობს. გასული დღის განმავლობაში 197 პირი გამოჯანმრთელდა.
საკარანტინო სივრცეში 23 კოვიდდადებითი მოქალაქე იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები