სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს რეგიონში კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
74 წლის წალენჯიხელი მამაკაცი თერჯოლის კოვიდცენტრში მკურნალობდა, ხოლო 75 და 74 წლის ქალები ზუგდიდიდან არიან. ისინი რუხის საავადმყოფოში გადიოდნენ მკურნალობის კურსს.
დღის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 290 პირი გამოჯანმრთელდა, მკურნალობას აგრძელებს 493 პაციენტი. კარანტინში 26 ინფიცირებული რჩება.
მასალის გამოყენების პირობები