კორონავირუსის 245 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 410 ახალი დადასტურებული შემთხვევა,
აქედან 245 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 865 293-ს. განიკურნა კიდევ 4 732 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 806 596-მდე.
ამ ეტაპზე ფიქსირდება ინფიცირების 46 327 მიმდინარე აქტიური შემთხვევა, 6 458 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 12 344 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები