სამეგრელოს კოვიდცენტრებში 478 ადამიანი მკურნალობს, რეგიონში ინფიცირების 119 ახალი შემთხვევაა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 119 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა კიდევ 255 ადამიანი.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში ამ ეტაპზე 478 პირი გადის მკურნალობის კურსს. ისევ მძიმეა 40-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
22 კოვიდინფიცირებული რჩება რეგიონში არსებულ საკარანტინე სივრცეებში.
მასალის გამოყენების პირობები