აფხაზეთში კორონავირუსის 129 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი
ბოლო 24 საათის განმავლობაში აფხაზეთში კვლევა 519 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 129 ახალი შემთხვევა.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით დაავადებას კიდევ 3 პირი ემსხვერპლა. 62 წლის მამაკაცი და 76 წლის ქალი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, ხოლო 65 წლის ქალი საველე ჰოსპიტალში იყო მოთავსებული.
ამ ეტაპზე აფხაზეთში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში Covid 19-ით ინფიცირებული 203 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 60-მდე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 35 826 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 28 950 პირი, გარდაიცვალა 537 პირი.
მასალის გამოყენების პირობები