აფხაზეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, 95 კი დაინფიცირდა
ბოლო მონაცემებით დე ფაქტო რესპუბლიკაში 371 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 95-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აფხაზეთში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში 166 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაშია 50 პაციენტი. ამავე ცნობით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 63 წლის მამაკაცი, ხოლო სოხუმის ინფექციურში 84 წლის ქალი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში COVID 19-ით ინფიცირების 38 768 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 32 539, გარდაიცვალა 569 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები