საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 8 728 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 545 პირი, ხოლო 43 პაციენტი გარდაიცვალა.
ახალი შემთხვევებიდან, თბილისში 4 797 დაფიქსირდა, აჭარა - 1 184, იმერეთი - 859, ქვემო ქართლი - 302, შიდა ქართლი - 429, გურია - 186, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 289, კახეთი -339, მცხეთა-მთიანეთი - 176, სამცხე-ჯავახეთი - 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -29.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 57 799, საიდანაც 4 386 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 015 592-ს.
მასალის გამოყენების პირობები