მძიმეა სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მყოფი 17 პაციენტის მდგომარეობა
ბოლო მონაცემებით სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 281 ადამიანი მკურნალობს.
ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, მძიმეა რუხის კლინიკის 12, ფოთის კლინიკა "ბომონდის" 3 და სენაკის "ლაზიკა მედის" 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
საკარანტინე სივრცეში 12 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით კიდევ 159 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები