დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოკვლეული 739 ადამიანიდან 409-ს კორონავირუსი დაუდგინდა.
აფხაზეთის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 156 პირი მკურნალობს. 30 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სოხუმმა COVID 19-ით ინფიცირების 45 513 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელდა 37 805, ხოლო გარდაიცვალა 602 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები