სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა.
61 წლის ქალი ჩხოროწყუს, ხოლო 76 წლის ქალი სენაკის მკვიდრია. პაციენტები მკურნალობას რუხის და სენაკის კლინიკებში გადიოდნენ.
ამ ეტაპზე სამეგრელოს კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 300-ზე მეტი ინფიცირებულია მოთავსებული. მძიმეა რუხის კლინიკის 9, ფოთის კლინიკა "ბომონდის'" 3 და სენაკის "ლაზიკა მედის" 1 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
რეგიონის მასშტაბით კიდევ 275 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კარანტინში 24 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები