დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 639 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 442-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამავე ცნობით, კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში სულ 128 ადამიანი მკურნალობს, აქედან 48 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. მათგან ყველაზე ახალგაზრდა 35 წლისაა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 48 028 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 39 512, ხოლო გარდაიცვალა 615 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები