დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა,
მათ შორის 88 და 80 წლის მამაკაცები, ასევე 55 და 48 წლის ქალები. აფხაზეთის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში სულ 227 ადამიანი მკურნალობს, აქედან 50-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გასული დღის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკაში ტესტირება 673 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 389-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 49 524 შემთხვევა აღრიცხა. გამოჯანმრთელდა 40 762, ხოლო გარდაიცვალა 624 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები