სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 900 - ზე მეტ ადამიანს
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 14 405 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
მათგან სამეგრელო - ზემო სვანეთში ვირუსი 902 პირს დაუდასტურდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 161 827 აქტიური შემთხვევაა.
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 42 პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები