აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსზე კვლევა 497 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 226 ახალი შემთხვევა.
ამავე ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში ორი პაციენტი - 71 წლის მამაკაცი და 70 წლის ქალი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე, აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, 216 ინფიცირებული მკურნალობს. მძიმეა 48 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აფხაზეთში ინფიცირების 50 412 შემთხვევა აღრიცხეს, გარდაიცვალა 635, გამოჯანმრთელდა 42 006 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები