გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსზე კვლევა 411 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 183 ახალი შემთხვევა.
ამავე ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში სამი პაციენტი - 69, 77 და 86 წლის მამაკაცები გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე, აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, 163 ინფიცირებული მკურნალობს. მძიმეა 34 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აფხაზეთში ინფიცირების 51 284 შემთხვევა აღრიცხეს, გარდაიცვალა 645, გამოჯანმრთელდა 44 083 ადამიანი.
.
მასალის გამოყენების პირობები