სამეგრელო-ზემო სვანეთში 528 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 7 482 ახალი შემთხვევა,
გამოჯანმრთელდა 14 603 ადამიანი. სამეგრელო-ზემო სვანეთში COVID-19 კიდევ 528 პირს დაუდასტურდა.
დაავადებას საქართველოში კიდევ 48 პაციენტი ემსხვერპლა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სულ 16 054 ადამიანი გარდაიცვალა.
მიმდინარე აქტიური 113 284 შემთხვევიდან 5 020 ინფიცირებული საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.
მასალის გამოყენების პირობები