დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 359 ადამიანს ჩაუტარდა,
მათგან 140-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში სულ 162 ადამიანი მკურნალობს, აქედან 38 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში კიდევ 2 პაციენტი, 72 და 88 წლის მამაკაცები გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 51 618 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 44 789, ხოლო გარდაიცვალა 648 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები